
ნატო-მ, 2004 წლიდან მოქმედები, რუსეთის მოსაზღვრე ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირების პროგრამის, სრულფასოვან საჰაერო თავდაცვის მისიად გარდაქმნა დაამტკიცა. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გააფართოებს გადაწყვეტილებების მისაღებისას გამანადგურებლების პილოტების „მანდატს“ და მათ მიანიჭებს უფლებამოსილებას, მათ შორის, გაანადგურონ „ობიექტები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ“.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ჰანო პევკურის თანახმად, ძირითადი უფლებამოსილებები მიენიჭა ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობას ევროპაში და თავად პილოტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს „საფრთხეებზე რეაგირებისას უფრო მეტი მოქნილობა“.
ახლა მფრინავები შეძლებენ, ხანგრძლივი პოლიტიკური შეთანხმებების გარეშე, ოპერატიულად მიიღონ გადაწყვეტილებანატოს საჰაერო სივრცეში შეჭრილ დრონების განადგურების შესახებ, ადრე დრონები, ასევე რუსეთის ფედერაციის საბრძოლო თვითმფრინავები არაერთხელ შეფრენილან ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე.