რეზონანსი
10.07.2026

სტრასბურგის გადაწყვეტილება  არის აბსოლუტურად ჯანსაღი გადაწყვეტილება. პრინციპი მარტივია – არ შეიძლება გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ, -  განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს გარედან თავს ახვევენ სიძულვილსა და აგრესიას, შესაბამისად, მმართველმა ძალამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ  გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დაუპირისპირდეს, რის წინააღმდეგ საბრძოლველადაც შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტში შსს-ში. 

„თქვენ იცით, რომ ქვეყნის გარედან ჩვენ თავს გვახვევენ სიძულვილს, აგრესიას, რაც არის ქართული საზოგადოებისთვის არაორგანული მოვლენა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ. ამას ემსახურება კანონმდებლობა და ამისათვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად რომ გაგრძელდეს მუშაობა."- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×