რეზონანსი
10.07.2026

ყაზახეთის ხელისუფლებამ, რუსეთიდან მანქანების ნაკადის ფონზესაზღვარზე, 59 პოლიციის პოსტი განათავსა საწვავის უკანონო გატანის აღსაკვეთად, .როგორც რესპუბლიკის შსს-მ განაცხადა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ყველა ავტომობილს ამოწმებენ და წლის დასაწყისიდან უკვე გამოავლინეს დამატებითი საწვავის ავზების უკანონო დამონტაჟების 255 შემთხვევა. დამრღვევები, რომელთა შორისაც 195 უცხოელი და 60 ყაზახეთის მოქალაქე იყო, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიეცნენ. დამატებითი ავზები კონფისკირებულია.

ყაზახეთში ეზობელი ქვეყნებიდან ავტომობილების დღეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ყაზახეთმა ასევე შემოიღო სასაზღვრო ტრასების სადღეღამისო პატრულირება. მობილური ჯგუფები ამოწმებენ ავტოცისტერნებსა და ბენზინმზიდებს. შსს-ს ხელმძღვანელი ერჟან სადენოვი იტყობინებოდა წლის დასაწყისიდან საწვავის უკანონო გატანის თითქმის 600 მცდელობის აღკვეთის შესახებ.

რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე ყაზახეთთან მოსაზღვრე რეგიონების - ასტრახანის, ვოლგოგრადის, სარატოვის, ორენბურგის, ნოვოსიბირსკისა და ომსკის ოლქების - მცხოვრებლებმა მასობრივად დაიწყეს რესპუბლიკაში ბენზინის საყიდლად გადასვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×