რეზონანსი
09.07.2026

ბრალდებულს, რომელმაც საძოვრებზე დავის გამო, ძმებს ცეცხლი გაუხსნა და ერთ-ერთი მათგანი მოკლა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლი­ად გა­ი­ზი­ა­რა და და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბი­სა და ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

„საქ­მე­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 2025 წლის 19 ივ­ლისს, ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე, სა­ზა­ფხუ­ლო სა­ძოვ­რე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბრალ­დე­ბულ­მა სა­ძოვ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვის გამო, ძმებს, მა­თი­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბის თან­დას­წრე­ბით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით არა­ერ­თხელ ეს­რო­ლა მი­სი­ვე მა­მის კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი­დან, რა დრო­საც ერ­თმა ძმამ მი­ი­ღო ჯან­მრთე­ლო­ბის მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა, ხოლო მე­ო­რე მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19,109-ე მუხ­ლის “ლ” და “მ” ქვე­პუნ­ქტე­ბით, ასე­ვე 236-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლი­თა და 237-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა.

ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს 2026 წლის 10 თე­ბერ­ვლის გა­ნა­ჩე­ნით ბრალ­დე­ბუ­ლის ქმე­დე­ბა გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი 19,109-ე მუხ­ლის “ლ” და “მ” ქვე­პუნ­ქტე­ბი­დან სსკ-ის 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ნ“ ქვე­პუნ­ქტსა და ამა­ვე მუხ­ლის მე-4 ნა­წილ­ზე, 120-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წილ­ზე, ასე­ვე 236-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით და 237-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლის და 6 თვის ვა­დით.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს,პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე, 2026 წლის 8 ივ­ლი­სის გა­ნა­ჩე­ნით ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19,109-ე მუხ­ლის “ლ” და “მ” ქვე­პუნ­ქტე­ბით, ასე­ვე 236-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით და 237-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და სა­ბო­ლო­ოდ, სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნუ­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 17 წლის ვა­დით“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×