რეზონანსი
08.07.2026

თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალებით თანამედროვე ქართულ კულტურას დიდი პოეტი დააკლდა.

"მისი ლექსები არის ჯაზი, ფონეტიკური სილაღე, ბავშვური ცელქობა, დიადი სიყვარულის მათრობელი ვნება, ცხელ ზაფხულში ცივი ლუდი და სუსხიან ზამთარში ტორფიანი ვისკი. დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა, თანამედროვე ქართულ კულტურას კოლოსი დააკლდა", - წერს ოდიშარია. ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×