რეზონანსი
08.07.2026

უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისი ომის შემდეგ აღდგენა შეეძლება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ნამდვილად ვგრძნობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ამ ქვეყნის აღდგენაზე გადასვლა სურს და არა მთელ ამ სიკვდილიანობასა და ნგრევაზე. უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ის ამას ხვდება. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ის ამაზე უფრო ხშირად საუბრობს, ვიდრე ომზე. ვფიქრობ, ის საოცარ ქვეყანას ააშენებს. მჯერა, რომ ის ამას შეძლებს“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.

ასევე, მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის არსებობს შეთანხმება იშვიათი ლითონების ერთობლივ მოპოვებასთან დაკავშირებით, რაც ამერიკული მხარისთვის ინტერესს წარმოადგენს.

„ჩვენ ახლა გარკვეული ინტერესი გვაქვს ამ ქვეყნის მიმართ, რადგან იქ გვაქვს მიწა, ასევე სასარგებლო წიაღისეული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, იშვიათი ლითონების მარაგით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“, - თქვა ტრამპმა.

მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ომის შემდეგ ბევრი უკრაინელი დაბრუნდება სახლში - პირველ რიგში, მეზობელი პოლონეთიდან.

„მათ ნამდვილად სურთ სახლში დაბრუნება. ბევრი დაბრუნდება, როდესაც ომი დასრულდება. ვფიქრობ, ისინი დაბრუნდებიან“, - შეაჯამა ამერიკელმა ლიდერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×