რეზონანსი
08.07.2026

თიბისი კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას აგრძელებს და უკვე რამდენიმე წელია, ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია.

წელს ფესტივალი საიუბილეო, მეათე სეზონს აღნიშნავს და 11 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ლაგოდეხში, Blues Village-ის სივრცეში გაიმართება. ოთხი მუსიკალური საღამოს განმავლობაში ქართველ მსმენელს ბლუზის მსოფლიო სცენის გამორჩეული არტისტები შეხვდებიან:

11 ივლისი | Crystal Thomas და Sobo Blues Band;

18 ივლისი | JJ Thames;

25 ივლისი | Lakeetra Knowles;

1 აგვისტო | Leon Beal.

წლევანდელი პროგრამა ბლუზის საერთაშორისო სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემადგენლობას აერთიანებს, რაც ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალს მსოფლიო ბლუზის რუკაზეც განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს.

ფესტივალის სტუმრებს, მუსიკალურ პროგრამასთან ერთად, განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებასაც შესთავაზებენ ბრენდ შეფი მიშა ავსაჯანიშვილი და აღმასრულებელი შეფი ლუკა კერვალიშვილი.

თიბისისთვის კულტურისა და თანამედროვე მუსიკალური პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი წლების განმავლობაში ქმნის სივრცეს მაღალი ხარისხის მუსიკის, საერთაშორისო კულტურული დიალოგისა და ახალი გამოცდილებების გასაზიარებლად, ხოლო თიბისის მხარდაჭერით ფესტივალი ყოველწლიურად კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მასპინძლობს და ინარჩუნებს იმ ხარისხს, რომელმაც ის საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებად აქცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×