რეზონანსი
08.07.2026

ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ანკარაში გამართული სამიტის შედეგად საერთო დეკლარაცია მიიღეს, რომლის თანახმადაც, ალიანსი 2026 წელს უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 70 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

„2026 წლისთვის მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას უკრაინას 70 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო აღჭურვილობა, დახმარება მიაწოდონ და წვრთნები ჩაატარონ, აგრეთვე [მოკავშირეები] ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებას, 2027 წელსაც შეინარჩუნონ სულ მცირე იგივე დონის მხარდაჭერა“, - აღნიშნულია ტექსტში.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინა ხელს უწყობს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას, ხოლო მოკავშირეები ერთიანნი არიან უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში მისი ურყევი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ევროპელი მოკავშირეები და კანადა ამჟამად უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების უდიდეს ნაწილს აფინანსებენ ორმხრივი და მრავალმხრივი გზებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×