რეზონანსი
08.07.2026

საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც სერბეთში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს.

დეკლარაციაში ხაზგასმულია პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

შემდეგი კონფერენცია 2027 წელს, მოლდოვაში გაიმართება. დეკლარაციის მიღებამდე, შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, სადაც აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება.

მოგვიანებით, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა. მისი თქმით, შეხვედრა წარმატებული იყო.

"ჩვენი შეხვედრა წარმატებული იყო. ევროკავშირისკენ ჩვენი გზა სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ ამ გზაზე. ჩვენ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს წარმატებები, უნდა გავუზიაროთ შეცდომები, უნდა გავუზიაროთ ჩვენი თანამშრომლობის შედეგები, რადგან ყველას ერთი გზა გვაქვს - ევროკავშირისკენ მიმავალი გზა", - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×