რეზონანსი
08.07.2026

ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი იმ ფაქტს, რომ საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის წევრები სწორ შენიშვნებს და ობიექტურ შეფასებას უკეთებენ უილსონის გამონათქვამებს.

„ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა. ყოველდღიურ რეჟიმში, ჩვენი პარლამენტის წევრები საკმაოდ სწორ შენიშვნებს და ობიექტურ შეფასებას უკეთებენ მის გამონათქვამებს. ჩემთვის, პირდაპირ ხელისგულზე ჩანს ქმედებები ერთი კონგრესმენის, რომელიც დაინტერესებული მხარეა და მის უკან კიდევ რა დგას, ესეც მარტივად დასანახია ნებისმიერი მოქალაქისგან. ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×