რეზონანსი
08.07.2026

ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-მა ირანის ნავთობზე სანქციები აღადგინა. „როიტერი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა.

ცნობილია, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასულ თვეში თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული მყიფე შეთანხმების ფარგლებში ირანის ნავთობის გაყიდვის ნებართვა 21 აგვისტომდე გასცა, თუმცა სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეს პერიოდი 17 ივლისამდე შემცირდა.

ირანი აშშ-ის გადაწყვეტილებას „მემორანდუმის დარღვევად“ აფასებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ პასუხისმგებელია ამ გადაწყვეტილების ყველა შესაძლო შედეგზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×