რეზონანსი
08.07.2026

ანკარაში ნატო-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, - ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების ოფიციალური შეხვედრა გახსნა.

„ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად აუცილებელ ნაბიჯებს დგამენ. მოკავშირეებმა 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯების 5%-იანი მიზნის მისაღწევად საჭირო ზომები მიიღეს“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა მოკავშირეებს მოუწოდა, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის მიზნით შეზღუდვები მოხსნან.

„მოკავშირეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი გადაწყვეტილებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება ალიანსის მთლიანობა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაასუსტონ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×