რეზონანსი
08.07.2026

ჟურნალისტი დათა გვასალია, "ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის ხალხი, ვინც ანაკლიის პროექტი ჩააგდო და არბიტრაჟიც წააგო, გამოდის და ითხოვს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ეს პროექტი იმართებოდეს ისე, როგორც მათი პარტია - “უცხო ძალების კონსორციუმის” ქვეშ.

გვასალიას თქმით, "ლელოს" წარმომადგენლებმა, საკუთარი პარტია ვისაც უნდათ იმათ ამართინონ, მაგრამ ქვეყანას უნდა შეეშვან, ვინაიდან, "ტოპტვინებს" ჯერ არჩევნების ე.წ. გაყალბების სქემაც არ გამოუაშკარავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ორი წელი გავიდა. 

"მაშინ, როცა ხელისუფლების გეგმაა, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, ყველა ფუნდამენტური უფლება შეინარჩუნოს, იმ ხალხის პარტია, ვინც ჩააგდო ეს პროექტი, არბიტრაჟი წააგო (აქეთ სთხოვდა ქვეყანას, ანუ ბიუჯეტს, ანუ ხალხს თავიანთა გაფუჭებულის ანაზღაურებას), გამოდის ეს ხალხი და გვთავაზობს რომ ანაკლიის პორტი იმართებოდეს ისე, როგორც მათი პარტია, ანუ “უცხო ძალების კონსორციუმის” ქვეშ. ის, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და რისი მართვაც შეუძლია სახელმწიფოს, მართავს სახელმწიფო და ამ გარიგებით ძირითადი მოთამაშეები კმაყოფილები არიან, რაც შეეხება ლელოს, საკუთარი პარტია ვისაც უნდათ იმათ ამართინონ, მაგრამ ქვეყანას შეეშვან, არაა მაგათი ძლიერი მხარე, ტოპტვინებს ჯერ არჩევნების ე.წ. გაყალბების სქემის გამოაშკარავება სჭირდებათ, გავიდა 2 წელი და დროა," - წერს დათა გვასალია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, გრიგოლ გეგელიამ გაახმოვანა "ლელოს" წინადადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას "კავკასიური კონსორციუმი" და ანაკლიის მართვა საერთაშორისო ოპერატორს გადაეცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×