რეზონანსი
08.07.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ გააგზავნის უკრაინაში არც შეიარაღებას და არც სამხედრო მოსამსახურეებს.

„უკრაინა არის მსხვერპლი, ხოლო რუსეთი სასტიკი აგრესორია. უკრაინას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, მაგრამ როგორც ადრე ბევრჯერ მითქვამს, უნგრეთი არ გააგზავნის შეიარაღებას ან ჯარისკაცებს უკრაინაში“, - განაცხადა მადიარმა.

მადიარის თქმით, გუშინ მან მოკლე საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რის შედეგადაც შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×