რეზონანსი
08.07.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ვინ იქნება ახალი თავმჯდომარე, კვლავ უცნობია. მიხეილ სააკაშვილის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თავმჯდომარეობას არ გეგმავს.

შიდაპარტიულ პროცესებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა.

"უშუალო თარიღი ჯერ ცნობილი არ გახლავთ, როცა ყრილობა ჩატარდება, თუმცა სადღაც ერთი თვის განმავლობაში, აუცილებლად ჩატარდება. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს ადამიანები დარჩებიან კვლავინდებურად ხელმძღვანელ პოსტებზე. სანამ კონსულტაციები არ ჩატარდება, არ მგონია, ვინმემ გიპასუხოთ ამ კითხვაზე - სანამ თავად ეს კანდიდატები არ დააყენებენ თავიანთ კანდიდატურას. მათთვის ერთ-ერთი მოტივაციის მიმცემი შეიძლება იყოს მათი თანაგუნდელების რჩევაც," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×