რეზონანსი
08.07.2026

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს. ამჯერად იგი 20 ივლისიდან საქართველოს ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსს ვარაუდობს:

„ზაფხულის მეორე ნახევარი საქართველოში იქნება ნამდვილი მზის ზეიმი. 20 ივლისიდან ქვეყანა შუქითა და სითბოთი აივსება - დღეები გახდება ძირითადად მზიანი, ხოლო აგვისტოში ტემპერატურა მიაღწევს თავის პიკს, ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსიც დაფიქსირდება, მაღალი სიმშრალის ფონზე.

ეს არ არის ანომალია +40, +42 გრადუსი საქართველოს ზაფხულისთვის კარგად ნაცნობი რეალობაა, რომელიც

არაერთხელ გვინახავს. ელ-ნინიოს გავლენა ჩვენს ქვეყანაზე ნაკლებად საგრძნობი იქნება, ხოლო ხმები, თითქოს „უსაშველო სიცხე“ გველოდება, სიცრუეა.

იყავით მშვიდად, დატკბით ზაფხულის მშვენიერებით - ეს არის დრო, როცა ბუნება თავისი ძალითა და სითბოთი გვავსებს და ყოველი მზიანი დღე გვახსენებს, რომ ზაფხული ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაულია“, - დაწერა კობა ფარტენაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×