რეზონანსი
08.07.2026

ვინც ფიქრობს რომ რეზოლუციები ან პოლიტიკური კამპანიები განსაზღვრავს საქართველოს მომავალს, არასათანადოდ აფასებს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბითაძის განცხადებით, საქართველოს გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებენ მაშინ, როცა იგივე კანონი ეუთოს სესიის ბევრ მონაწილე სახელმწიფოს აქვს საკუთარ კანონმდებლობაში.

როგორც მან აღნიშნა იგივე სამართლებრივი ზომები, რომლებიც გამოიყენება მრავალ სახელმწიფოში, მათ შორის, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა თუ ნიდერლანდებში, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლად განიხილება.

„საქართველოს აკრიტიკებენ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო - კანონის, რომელიც ბევრ მონაწილე სახელმწიფოს აქვს თავის კანონმდებლობაში. იგივე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის ზომებს. 

პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმის, პარლამენტის შენობის დაწვის, პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და საჯარო საკუთრების დაზიანების ფონზე, საქართველომ გააძლიერა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამართლებრივი ზომები.

იგივე ზომები, რომლებიც გამოიყენება მრავალ მონაწილე სახელმწიფოში მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა თუ ნიდერლანდებში, ჩვენთან დემოკრატიულ უკუსვლად განიხილება. ის, რაც სხვაგან დემოკრატიულ მედეგობად ფასდება, ჩვენთან ხშირად განსხვავებულად არის აღწერილი. 

საქართველო ინარჩუნებს ძალისხმევას დემოკრატიის, რეფორმის, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი. იმავდროულად, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენი მოქალაქეების უფლებას რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×