რეზონანსი
07.07.2026

ნავსადგურის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკა სახელმწიფოს კონტროლქვეშ იქნება, - განაცხადა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართვა კი შესაბამისი გამოცდილების მქონე ქვეყნებსა და კომპანიებს შეეძლებათ.

„ნავსადგურის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკა სახელმწიფოს კონტროლქვეშ იქნება, რაც თავის მხრივ, ცხადია, ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ისეთ ქვეყნებს, ოპერატორებსა და კომპანიებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, შეეძლებათ, მოიზიდონ შესაბამისი ინვესტიციები და დამატებითი ტვირთნაკადები", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×