რეზონანსი
07.07.2026

იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ამ რეზოლუციებს, რომელზეც იბეჭდება, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას.

როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა, ასეთი რეზოლუციები ბევრად უფრო მეტს მეტყველებს მის დამწერსა და მიმღებზე, ვიდრე არსებულ რეალობაზე.

„ასეთი რეზოლუციები ბევრად უფრო მეტს მეტყველებს მის დამწერსა და მიმღებზე, ვიდრე არსებულ რეალობაზე და თან მით უმეტეს ქართულ საზოგადოებას რომ ეუბნებიან, რომ ჩვენ უკეთ ვიცით რა ხდება თქვენს ქვეყანაში და უფრო მეტიც, უკეთ ვიცით, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს მომავალიო, მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლებს ერთადერთი წყარო და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ამ ქვეყანაში ქართველი ხალხია. ასეთი რეზოლუციები უფრო აკნინებს ნდობას ევროპული ინსტიტუციების მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებით, რაც ჯო უილსონის რეზოლუციაშია ასახული, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, რეზოლუციებს, რომელსაც იღებენ ევრობიუროკრატები იმ ფურცლის ფასიც არ აქვს, რომელზეც წერენ.

„მათი მიზანი ერთია, რომ „ნიუსი“ შეიქმნას „ნაცმოძრაობის“ მართულ ტელევიზიებში, შემდეგ აჰყვეს ამას „ნაცმოძრაობის“ წევრების განცხადებები. სალაპარაკო ხომ უნდა ჰქონდეთ?“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, კომიკურია, როდესაც რეზოლუციის ავტორი ჯო უილსონია. ადამიანი, რომელიც გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამოდის და არაფერს ამბობს ამერიკულ „FARA“-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×