რეზონანსი
07.07.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სერბეთში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვას ეხება.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხის შესახებ ყველას ერთნაირი პოზიცია აქვს, რომ „შეუძლებელია იყო ორგანიზაციის წევრი და იყო მეორეხარისხოვანი წევრი“.

„ამაზეც გავცვალეთ მოსაზრებები და ცხადია, სხვადასხვა ხარისხის წევრობაზე ყველას აქვს ერთნაირი პოზიცია, რომ შეუძლებელია იყო წევრი ორგანიზაციის და იყო მეორეხარისხოვანი წევრი ორგანიზაციის. თუკი ევროკავშირი ფიქრობს, რომ შეცვალოს ხმის მიცემის პროცედურები, ეს უნდა ეხებოდეს ყველას თანაბრად და არა ისე, რომ ახალ წევრებს ჰქონდეთ უფრო ნაკლები უფლებები, ვიდრე ე.წ. ძველს წევრებს. ევროკავშირმა თავად არ უნდა ჩაიყენოს თავი კომიკურ მდგომარეობაში და ორუელისეული გამონათქვამი - „ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია“, არ აქციონ რეალობად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×