რეზონანსი
07.07.2026

რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან და მის პარტიასთან? - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კირცხალია ვრცლად ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას მოიძიოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები.

„რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან, გახარიელობასა და გახაროიდებთან?

1. გარე დავალებების შესრულების ხარისხი

2. ამაზრზენობის ხარისხი

3. იმ ადამიანის ღალატი, ვინც თავად გახარია კაცად აქცია

4. მთავარი - საკუთარი ქვეყნის ღალატი

5. პროვოკატორობის ხარისხი

მეხუთე, სიმბოლურ პუნქტზე ოდნავ ვრცლად, სადაც ბოლო დღეებში გახარიელებმა ნაცებს გადაასწრეს:

პრემიერის ანგარიშის შესახებ ერთი კრიტიკული შენიშვნაც რომ ვერ მოძებნეს, პროვოკაცია პირველმა შარაშიძე გახარიელმა სცადა, უშედეგოდ.

მეორე „შედეგიანი” მცდელობა ფარულავა გახარიელმა დედის გინებით და ჩხუბის დაწყებით აიღო თავის თავზე.

ქართველ დეპუტატებს ერთი საოცარი თვისება აღმოაჩნდათ - დედის გინებაზე და ხელის დარტყმაზე უეცრად პასუხი გადაწყვიტეს და მოკლედ, მოხვდათ გახარიელებს.

იმ დღის მერე ტირილი და ვაი-ვიში, არავინ ისჯებაო. უპასუხეს, ასე ხდება მთელ მსოფლიოში პარლამენტში ჩხუბისასო. არა, ბატონო, აგერ პრეცედენტებიო - ბრიტანეთში, კარაოკე ბარში ჩხუბზე პარლამენტარი დასაჯეს, საბერძნეთში - ხელის მოტეხვაზე, სამხრეთ კორეაში - მხოლოდ ოპოზიცია, სენეგალში - ფეხმძიმე ქალის მუცელში ფეხის ჩარტყმაზეო…

და ჩვენ შემთხვევაში, რომელთან გვაქვს საქმეო - ეკითხებიან პასუხის პასუხად…

ფარულავა ტესტის პასუხს ელოდება და აბა ვნახოთო…", - წერს ირაკლი კირცხალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×