რეზონანსი
07.07.2026

გრიგოლ გეგელია, ეს ლუზერი პოლიტიკოსი, რომლის სახელიც არავის არაფერს ეუბნებოდა, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ პარტია "ლელოში" მიიწვევდნენ და მთავარი სპიკერიც გახდებოდა. ამ ყველაფერს კი გადახდა უნდა და მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ასე ხდებიან ლუზერი პოლიტიკოსები სხვა ქვეყნის აგენტები და მონები, თუმცა რა გასაკვირი, ანაკლიის პორტი ყელზე ადგას „ლელოს“. 

„ გრიგოლ გეგელია, ეს ლუზერი პოლიტიკოსი, რომლის სახელიც არავის არაფერს ეუბნებოდა, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ პარტია "ლელოში" მიიწვევდნენ და მთავარი სპიკერიც გახდებოდა. ამ ყველაფერს კი გადახდა უნდა და მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, აბა სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის და მოუწოდებს ხელისუფლებას საქართველოს, აზერბაიჯანისა და სასომხეთის მონაწილეობით შეიქმნას "კავკასიური კონსორციუმი" და პორტის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ოპერატორს.

აი ასე ხდებიან ლუზერი პოლიტიკოსები სხვა ქვეყნის აგენტები და მონები, აბა სხვა რა არის ეს, შენი ქვეყნის ხდება ეს უმნიშვნელოვანესი პორტი და არა, უცხოელებს გადავცეთო. თუმცა რა არის გასაკვირი, ანაკლიის პორტი ხომ ყელზე ადგას მის პარტიას.“ - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×