რეზონანსი
07.07.2026

უხვი ნალექის შედეგად, მარიჯანის 4 ნომერში ჩამოშლილი ფერდის გამო, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ვაკის გამგებლის თქმით, არსებული ვითარება ადგილობრივების გამოყვანას არ საჭიროებს. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა მუნიციპალური ლაბორატორიის და სამხარაულის ექსპერტიზის ანალიზი.

როგორც ლევან ყიფიანი აცხადებს, კომპანია, რომელსაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა დაეწყო დაჯარიმებულია, სამშენებლო სამუშაო კი შეჩერებული.

„მთავარი კითხვა იყო, იყო თუ არა საფრთხის შემცველი მარიჯანის 4 ნომერში ცხოვრება, შესაბამისად, პირველადი დასკვნით გავიგეთ, რომ არ არის საფრთხის შემცველი, ასევე იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც და მათი პირველადი დასკვნაც ასეთი იყო.

ჩვენი მხრიდან წერილი გაგზავნილია სამხარაულის ეროვნულ ბიუროში და დაჩქარებული წესით მოხდება დასკვნის მომზადება. შესაბამის დეველოპერულ კომპანიას უნდა დაევალოს ქვაბულის გამაგრება და ასევე აღნიშნული კომპანია დაჯარიმებული არის მუნიციპალიტეტის ინსპექციის მიერ“, - აღნიშნა ლევან ყიფიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×