რეზონანსი
07.07.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ, რეზოლუციის პროექტის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მხარდაჭერას ეხმიანება.

როგორც ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, რეზოლუციის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია, რომლის ინტერესები სამართლებრივ მსჯელობასაც ჩრდილავს, ვინაიდან, საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას იმ კანონის გამო ასპონსორებს, რომელიც აშშ-შიც მოქმედებს.

"ჯო უილსონმა, ეუთოში დაასპონსორა რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ გამჭვირვალობის კანონის გამო, რომელიც ამერიკაში მოქმედი კანონის სრული ანალოგია!

ჯოს ინტერესები სამართლებრივ მსჯელობას ჩრდილავს," - წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×