რეზონანსი
07.07.2026

თბი­ლის­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქის, ფა­ტი­მა ქე­რი­მო­ვას მკვლე­ლო­ბის რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ, უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი „მუ­სა­ვა­ტი“ ავ­რცე­ლებს. 

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის აღჯა­ბა­დის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი ფა­ტი­მა ქე­რი­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ქე­ნან ალი­ევ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და. წყვილს შო­რის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის დროს, მა­მა­კაც­მა ქალს პას­პორ­ტი და­უ­ხია, რათა მას სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვერ მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა. ამის შემ­დეგ ქე­ნან ალი­ე­ვი თა­ვად გა­და­ვი­და აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ფა­ტი­მა ქე­რი­მო­ვა კი თბი­ლის­ში, უსა­ბუ­თოდ და სრუ­ლი­ად უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვა.

გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ქალ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის აზერ­ბა­ი­ჯან­ში მყოფ ბი­ძაშ­ვილს, ე. ალი­ევს მი­მარ­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა სთხო­ვა. ე. ალი­ე­ვი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა, დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად, მან ბი­ძაშ­ვი­ლი გა­გუ­და, რის შემ­დე­გაც კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით სას­წრა­ფოდ თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და.

მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ე. ალი­ევ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­დეს. თურქ კო­ლე­გებ­თან ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის მიზ­ნით, სა­დაც მას სა­სა­მარ­თლო ელო­დე­ბა.

საქ­მის მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვა გა­უგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას. მი­მარ­თვა­ში გა­მოთ­ქმუ­ლია მზად­ყოფ­ნა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ქარ­თულ გა­მო­ძი­ე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო სა­მარ­თლებ­რი­ვი თუ ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­უ­ჩი­ნონ, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას საქ­მის სრუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი შეს­წავ­ლა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ მკაც­რად და პრინ­ცი­პუ­ლად და­ი­ცავს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე­სა და კა­ნო­ნი­ერ ინ­ტე­რე­სებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ მსოფ­ლი­ოს რო­მელ წერ­ტილ­შია ჩა­დე­ნი­ლი მათ წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×