რეზონანსი
07.07.2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 57 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 39 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 8 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 15 - სამცხე-ჯავახეთში, 3 - რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 10 - ქვემო ქართლის რეგიონში, 12 - მცხეთა-მთიანეთში, 5 - გურიაში, 8 - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8 - კახეთში, ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ კანონდარღვევებიდან 5 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებებში.

ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 14 ფაქტია გამოვლენილი: იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ასევე გამოვლენილია 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 391 ფაქტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×