რეზონანსი
07.07.2026

მთვრობა, ქვეყნის მასშტაბით, არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელების) მშენებლობა/ მოწყობას გეგმავს. შესაბანისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს რეგიონული დაგეგმვის პრინციპების დაცვით შერჩეულ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების მშენებლობა/მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმა და გატარება.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ 2030 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს 4 რეგიონული ობიექტისა და თანმხლები ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის კომპლექსის მშენებლობა/ მოწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგვა და გატარება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ნაგავსაყრელები უნდა მოეწყოს შემდეგი საპროექტო ზონების დაცვით: კახეთი, შიდა ქართლი - მცხეთა - მთიანეთი, იმერეთი-რაჭა-ლეჩუმი-ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×