რეზონანსი
07.07.2026

„სელფიმ” ივნისშიც აქტიურად განაგრძო ქსელის განვითარება, რათა კიდევ უფრო მეტ ადგილას უზრუნველყოს სწრაფი და სტაბილური კავშირი.

ივნისში „სელფის” ქსელი 27 სადგურით გაიზარდა, მათ შორის 13 დიდი (მაკრო) საბაზო სადგური განთავსდა თბილისში, ბათუმში, მცხეთაში, ჭიათურაში, კახეთში, შიდა ქართლში, აჭარასა და იმერეთში. თითოეული მაკრო სადგური, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რამდენიმე კილომეტრის რადიუსზე უზრუნველყოფს მობილურ კავშირს და ინტერნეტს, რის შედეგადაც ათასობით მომხმარებელი იღებს უფრო საიმედო მომსახურებას.

თბილისში ქსელი გაძლიერდა 14 ახალი მიკრო სადგურით, რომლებიც დაემატა: მუხიანში, დიდ დიღომში, ვარკეთილში, ლოტკინზე, ნუცუბიძეზე და წყნეთში. მიკრო სადგურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დატვირთულ უბნებში, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყენებს მობილურ ინტერნეტს. მათი დახმარებით:

  • ინტერნეტი უფრო სწრაფად მუშაობს პიკის საათებში
  • ვიდეოზარები უფრო სტაბილურია
  • ონლაინ კონტენტი სწრაფად იტვირთება
  • ქსელი უკეთ უმკლავდება ერთდროულად ბევრ მომხმარებელს

„სელფი” ყოველდღიურად განაგრძობს ქსელის განვითარებას, რათა სადაც არ უნდა იყო, გქონდეს უფრო ხარისხიანი, სწრაფი და საიმედო კავშირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×