
საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში სოფლების დაცარიელების ტენდენცია, თუმცა შედარებით ნაკლები ტემპით. საქსტატის აღწერით დგინდება, რომ საქართველოში დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 10 წელიწადში 1.5-ჯერ არის გაზრდილი. სპეციალისტების აზრით, მართალია მდგომარეობა საგანგაშოარ არის, მაგრამ არსებული სურათი დამაფიქრებელია.
საუბარია 2014 წლის მოსახლეობის აღწერისა და 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგებს შორის პერიოდზე. ათი წლის განმავლობაში ქალაქის ტიპის მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად - 15,7%-ით არის გაზრდილი, სოფელში კი სულ უფრო ცოტავდება და 2014 -2024 წლებში კლებამ 7,4% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 111 ათასზე მეტი ადამიანია.
ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში 278 სოფელია ისეთი, სადაც 10 და ნაკლები კაცი ცხოვრობს. შედარებისთვის, 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში ასეთი 255 სოფელი იყო. დაცარიელებული სოფლების რაოდენობა წინა 2014 წლის აღწერასთან შედარებით, 1.5-ჯერ გაიზარდა.
ზოგადად, მსგავსი პრობლემა მთელს მსოფილოს აწუხებს, თუმცა, ჩვენთან სოფელი თავისი დტვირთვით მხოლოდ დემოგრაფიული და ეკონომიკური მცნება არ არის და მას სხვა დატვირთვა გააჩნია. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.
"მთელ მსოფილოში იზრდება ქალაქში მოსახლეობა, ხოლო სოფლებში პირიქით, მათი რიცხვი მცირდება. ჩვენთან სოფელი თავისი დტვირთვით მხოლოდ დემოგრაფიული და ეკონომიკური მცნება არ არის. სასოფლო დასახლებებს, განსაკუთრებით მთიან ზონაში საუკუნეების განმავლობაში დამცავი ფუნქცია ჰქონდათ, დღეს კი სოფელი წარმოადგენს ბუნებრივ შემაკავებელ ფაქტორს, სხვა ეთნოსისა და მოსახლობის საქართველოში უკონტროლო შემოდინების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, სოფლად ცხოვრების ფორმატი და მათთვის სათანადო ცხოვრების შექმნა, ხელისუფლების მხრიდან წმინდა საქველმოქმედო, ჰუმანური აქტი არაა. ის არის სახელმწიფოებრიობის მდგრადობისაკენ გადადგმული ნაბიჯია.
დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 230-ზე მეტი სოფელი უკვე დაცარიელებულია, რამოდენიმე ათეულ სოფელში კი, 10 -ზე ადამიანი ცხოვრობს. ანუ ისინიც შემცირებისკენაა მიმართული და მომდევნო 10 წელიწადში შესაძლოა ეს დაუსახლებელი სოფლების რიცხვი კიდევ გაიზარდოს ამიტომ საჭიროა სისტემური და კომპლექსური ხასიათის ზომების გატარება, როგორც ეკონომიკური ისევე იდეოლოგიური, კულტურული, ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა თვალსაზრისით. სოფელში ცხოვრებას არა მარტო ეკონომიკურად სასარგებლო, არამედ დადებითი და პოზიტიური ეფექტი უნდა ჰქონდეს წმინდა დემოგრაფიული კუთხითაც", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.
საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოში მცხოვრები ქართველების წილი სხვა ეროვნებებთან მიმართებით მიზერულად, ძალიან მცირედით იზრდება.
,,მოსახლეობის აღწერამ ჩვენა, რომ ქართველთა წილი ქვეყანაში 2,5%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მაგალითად, აქ მცხოვრებ აზერბაიჯანელთა რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. ასევე, საგრძნობლად მომატებულია სხვა ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ამა თუ იმ ვადით იმყოფებიან საქრთველოში. რა გამოდის? ერთი მხრივ, ქართველთა მატება საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოსახლეობის წილი სწრაფი ტემპით მატულობს. ეს გლობალიზაციასთან დაკავშირებული პროცესია და მისი აკრძალვის სამართლებრივი ინსტრუმენტი ჩვენ არ გაგვაჩნია, თუმცა შეიძლება გარკვეული კონტროლის გამკაცრება.
დღეს ყოველი 5 ქართველიდან თითქმის 2 უკვე უცხოეთშია. მიგრაციის სტატისტიკა ადასტურებს, რომ უკეთეს შემთხვევაში მიგრანტთა ნახევარი თავის ქვეყნებს უბრუნდება, დანარჩენი ნახევარი კი უცხოეთში რჩება. ამიტომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სპეციალური პროგრამა, რომელიც წაახალისებს ეკონომიკური, კულტურული, საყოფაცხოვრებო პირობებით თუ სხვა საკითხებით მათ სმშობლოში დაბრუნებას.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე ასეული სოფელი ისედაც ოკუპირებულია და კონტროლის მიღმაა, რაც ქვეყნისთვის ცალკე სატკივარია. ამას ემატება იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც ადრე ხალხი ცხოვრობდა და დღეს მიტოვებული და გავერანებულია. ამდენად, დაცარიელებული სოფლების პრობლემა გლობალურია, მაგრამ ჩვენთვის უფრო მტკივნეულია, რადგან ძალიან ცოტანი ვართ", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" არჩვაძემ.
საკითხთან მიმართებაში თითქმის იგივე დამოკიდებულება აქვს დემოგრაფ ანზორ სახვაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ პრობლემა ზოგადად მართალია გლობალურია, მაგრამ ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისათვის მეტად მტკივნეულია.
,,საერთოდ, სოფელსა დ ქალაქს შორის მოსახლეობის ცვლილება მნიშვნელოვანი მოვლენაა, მათ შორის დემოგრაფიული თვალსაზრისითაც, მსგავსი პროცესები თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მეტნაკლები დოზით მიმდინარეობს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ადასტურებს, სოფლად მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო დაბერდება. საბოლოოდ კი სოფლად მოსახლეობა შემცირდება.
მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა ადგილზე მცხოვრები ახალგაზრდების სტიმულირება და მატერიელური თუ სხვა სახის მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება. საჭიროა ისინი დროულად დაოჯახდნენ და იყოლიონ ბავშვები, რაც, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის გაახალგაზრდავებას.
საჭიროა რეგიონების განვითარდეს ინფრასტრუქტურულად, შეიქმნას საწარმოები და იქ დარჩენის მეტი სტიმული მიეცეს მომავალ თაობას. ამას ჰქვია დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. მართალია, რიცხვები კატასტროფული არაა, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები, რომ მოხდეს არასახარბიელო პროცესების შეჩერება თუ არა, შენელება მაინც", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ანზორ სახვაძემ.