რეზონანსი
06.07.2026

 "ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი ზეწოლას გრძნობს და მას ომის დასრულება სურს" - დონალდ ტრამპი

"ვფიქ­რობ, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ზე­წო­ლას გრძნობს და მას ომის დას­რუ­ლე­ბა სურს", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა თეთრ სახ­ლში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

„ომის დას­რუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა­საც სურს. ვნა­ხოთ, შევ­ძლებთ თუ არა მის დას­რუ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბის სა­კითხს ან­კა­რა­ში, ნატო-ს სა­მიტ­ზე გა­ნი­ხი­ლავს.

„ომის დას­რუ­ლე­ბას­თან იმა­ზე უფრო ახ­ლოს ვართ, ვიდ­რე ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია. ამის დას­რუ­ლე­ბა პუ­ტინ­საც სურს. მას­თან კარ­გი სა­უ­ბა­რი მქონ­და. ამის დას­რუ­ლე­ბა ზე­ლენ­სკი­საც ახ­ლა­ვე სურს. ვფიქ­რობ, ამის დას­რუ­ლე­ბა შეგ­ვიძ­ლია", - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×