რეზონანსი
06.07.2026

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბური ომის დასრულების გზებს. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა The Kyiv Independent-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს.

შეხვედრა იმ ფონზე იმართება, როდესაც უკრაინას მიაჩნია, რომ ახლა არსებობს შესაძლებლობა, ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა განხორციელდეს, რათა მან ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს.

კიევი იმედოვნებს, რომ ისარგებლებს კრემლზე მზარდი ზეწოლით და, ამავდროულად, მოიპოვებს აშშ-ის გადაუდებელ მხარდაჭერას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

„ზელენსკის სურს, ტრამპთან გარკვეული იდეები განიხილოს“, - განაცხადა უკრაინის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

„ყველას შეუძლია დაინახოს, რომ ომი იცვლება და ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთში მზარდი განწყობებია - ხალხს სურს, რომ პუტინმა ომი დაასრულოს. ამას ემატება ყოველდღიური სირთულეები და საწვავის კრიზისის გამო გაზრდილი ფასების ზეწოლა“.

„ზელენსკის სურს, ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე იდეა წარადგინოს“, - დასძინა ოფიციალურმა პირმა.

შეხვედრის სამზადისთან დაკავშირებულმა აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა The Kyiv Independent-ს უთხრა, რომ ტრამპი ასევე გეგმავს ზელენსკის გააცნოს საკუთარი ხედვა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×