მარიამ ვეკუა
06.07.2026

უკრაინის ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სისტემატურმა იერიშმა მოსკოვსა და ბაქოს შორის სერიოზული დიპლომატიური ბზარი გააჩინა. მიკოლაივის ოლქში აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანიის, სოკარის ავტოგასამართ სადგურზე „შაჰედების" ორჯერადმა მიზანმიმართულმა დარტყმამ ბაქოს მკაცრი რეაქცია და რუსეთის ელჩისთვის ოფიციალური ნოტის გადაცემა გამოიწვია.

ეს ინციდენტი კრემლის ახალ, აგრესიულ ტაქტიკას ავლენს-პარალიზება გაუკეთოს უკრაინის წინა ხაზის მომარაგებას, თუნდაც ეს პარტნიორ ქვეყნებთან პირდაპირ დიპლომატიურ დაპირისპირებად და ვენის კონვენციის დარღვევად დაუჯდეს.-წერენ გავლენიანი გამოცემები 5 ივლისს, რუსულმა ძალებმა მიკოლაივიდან ოდესის მიმართულებით, დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარე სოფელ ნეჩაიანეში, კომპანია სოკარის ავტოგასამართ სადგურს დაარტყეს.

ინფორმაციას „ეკონომიჩნაია პრავდა" უკრაინის სამართალდამცავ უწყებებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ობიექტზე ორჯერადი თავდასხმა განხორციელდა: პირველმა "შაჰედის" ტიპის დრონმა სადგურს დარტყმა 19:16 საათზე მიაყენა, ხოლო მეორემ 19:33 საათზე.

წყაროს განცხადებით, ჯერ კიდევ 3 ივლისს, მონიტორინგის არხები საფრთხის მაღალი დონის შესახებ იტყობინებოდნენ. ისინი მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ მოწინააღმდეგე ფრონტის ხაზიდან 150 კილომეტრის სიღრმეში მასშტაბური დარტყმების განხორციელებას გეგმავდა, რომელთა მიზანმიმართული სამიზნე ლოგისტიკური ობიექტები, სატვირთო ტრანსპორტი და ავტოგასამართი სადგურები იქნებოდა. პოტენციურ სამიზნეებს შორის მიკოლაივსა და მის შემოგარენში არსებული სხვადასხვა ქსელის რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური, მათ შორის სოკარის კომპლექსიც იყო დასახელებული", - აცხადებს წყარო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მიხაილ ევდოკიმოვი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოითქვა მკაცრი პროტესტი 5 ივლისის საღამოს უკრაინის ნიკოლაევის ოლქში მდებარე სოკარის ავტოგასამართ სადგურზე დრონით განხორციელებული თავდასხმის გამო და რუსულ მხარეს შესაბამისი დიპლომატიური ნოტა გადაეცა.

შეხვედრის დროს ასევე აღინიშნა, რომ ეს არ იყო დრონებით განხორციელებული პირველი ასეთი თავდასხმა და სოკარის ობიექტები უკრაინაში, მათ შორის გაზგამანაწილებელი კომპრესორული სადგური და ნავთობის საწყობი ოდესაში, მანამდეც გახდნენ სამხედრო დარტყმების და სამხედრო ოპერაციების სხვა დამანგრეველი შედეგების ობიექტები, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და კომპანიის თანამშრომლების დაშავება გამოიწვია.

ინფორმაციაში ვკითხულობთ იმასაც, რომ არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად ასეთი ინციდენტების გაგრძელება მიუთითებს, რომ თავდასხმები მიზანმიმართულად ხორციელდება.

შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა რამდენიმე საჰაერო დარტყმაზე, რომლებმაც დააზიანა აზერბაიჯანის საელჩოს შენობა კიევში და საპატიო საკონსულოს შენობა ქალაქ ხარკოვში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ დიპლომატიური და საკონსულო შენობების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებები ვენის კონვენციების შესაბამისად მკაცრად უნდა იყოს დაცული.

რუსულ მხარეს მოუწოდეს ზემოაღნიშნულ ყველა ინციდენტთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარებისკენ, მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებების მიცემისა და სამოქალაქო ობიექტებისა და დიპლომატიური მისიების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ.

ფრონტისპირა რეგიონებში მდებარე ავტოგასამართ სადგურებზე რუსული დარტყმები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ უფრო სისტემატურ ხასიათს იღებს. კერძოდ, 1 ივლისს, დნეპროპეტროვსკის ოლქში ხუთი ბენზინგასამართი სადგური დაზიანდა 1 ივლისის საღამოს, უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასშტაბური თავდასხმის პარალელურად, ავტოგასამართი სადგურების ქსელმა, WOG-მა განაცხადა, რომ კიევსა და კიევის ოლქში მისი ობიექტები 23:00-დან 07:00 საათამდე დაიკეტებოდა.

ამავე თარიღიდან, სუმის, ჩერნიჰივის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხერსონის ოლქებში, ისევე როგორც პოლტავის ოლქის ნაწილში, WOG-ის სადგურები მხოლოდ 07:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში მუშაობენ 2025 წლის 8 აგვისტოს, რუსულმა ძალებმა უკრაინაში აზერბაიჯანული კომპანია სოკარის კუთვნილ ნავთობბაზაზე მიიტანეს იერიში.

მეორე დარტყმიდან ათი დღის შემდეგ, აღნიშნული ობიექტი მთლიანად განადგურდა. სოკარის ავტოგასამართი სადგურების ქსელი აზერბაიჯანის უმსხვილეს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის. უკრაინაში მის საწვავგასამართ საქმიანობას შვილობილი კომპანია - "სოკარ ენერჯი უკრაინა" მართავს

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×