რეზონანსი
06.07.2026

ეუთო-ში საპარლამენტო დელეგაციის გახმოვანებულ გზავნილებს ხედავთ – ჩვენ აბსოლუტურად ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს თუ არაპარტნიორებს ჩვენი პოლიტიკური კურსი დავანახოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

ჭეიშვილი გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.

მისივე თქმით, საუბარი იყო „მოსკოვის მექანიზმზე“, ასევე, ოკუპაციაზე.

„რაც შეეხება რეზოლიციას, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის კანონებთან მიმართებაში უკან ნაბიჯების გადადგმას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ, ჩვენ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს. ეს კანონები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. შესაბამისად, არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. მათ მიერ მიღებული მკაცრი რეზოლუციები არაერთხელ გვინახავს, რომელიც ფარატინა ქაღალდად რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე იმუნიტეტი გამომუშავებული გვაქვს“,- განაცხადა ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×