რეზონანსი
05.07.2026

ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით, საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩანაწერები, მაგრამ არის სხვა ტიპის ჩანაწერიც, რომელიც არის პოლიტიკურად მოტივირებული, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ინიცირებულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც კონგრესმენ ჯო უილსონს ეკუთვნის.

„წინა ნაწილისგან განსხვავებით, დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ჩანაწერები არის ბევრად მცირე რაოდენობის - გასაგები მიზეზების გამო. ჯერ ერთი, რომ ჩვენ ბევრი რამ ავუხსენით პარტნიორებს. გარდა ამისა, რეალურად ყველა ხედავს, რომ საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური ხმაური, რაც მიმდინარეობდა საქართველოსთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური ხმაური და მცდელობა, რომ სხვადასხვა მეთოდით მოეხდინათ საქართველოს რეპუტაციის შელახვა.

თუმცა, ახალი რეზოლუციაა დაინიცირებული, კონკრეტულად ჯო უილსონის ავტორობით, კვლავ არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი, კვლავ არალეგიტიმურ პარლამენტზე, კვლავ თანამშრომლობის შეზღუდვაზე - სრულიად არის რეალობას მოწყვეტილი. ჩვენ გავაგრძლებთ მუშაობას. ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით, საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩანაწერები, მაგრამ არის სხვა ტიპის ჩანაწერიც, რომელიც არის პოლიტიკურად მოტივირებული", - აღნიშნა მახაშვილმა.

ორმაგი სტანდარტი საქართველოს მისამართით და კონგრესმენ ჯო უილსონის დეზინფორმაციები ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად - ეუთოს ტრიბუნიდან, საპარლამენტო დელეგაციამ არაერთი გზავნილი გააჟღერა და კიდევ ერთხელ განამტკიცა ქვეყნის პოზიცია და ინტერესები. მმართველი გუნდის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულო რეზოლუცია აცდენილია რეალობას, სადაც ნახსენებია არჩევნების გაყალბება და პოლიტპატიმრები. მმართველი გუნდის ძალისხმევით საბოლოო დეკლარაციაში მოხვდება, ისეთი საკითხები, რაც ეხება ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×