რეზონანსი
05.07.2026

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთში პრობლემები შექმნა.

უამინდობის დროს ქარმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც მოძრაობა შეფერხებული იყო, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტერიტორია ადგილობრივი მერიის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე გაწმინდეს.

უხვმა ნალექმა ახმეტის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა, რის გამოც სოფელ მატანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფი დაიტბორა.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, სტიქიით გამოწვეული პრობლემები მოგვარებულია და შექმნილია სტიქიის შემსწავლელი კომისიაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×