რეზონანსი
05.07.2026

დღეს, 5 ივლისს, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. ისინი კლინიკაში გაიყვანეს.

როგორც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში განმარტეს, ოთხი დაშავებულიდან ორი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, ორი პაციენტი კი მათ კლინიკაში რჩება. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება შუქის ანთების დროს მოხდა.

შემთხვევის ადგილზე შსს-ს თანამშრომლები მუშაობენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებია სსკ-ს 2401   ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა. 

სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×