რეზონანსი
04.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპმა და ნეთანიაჰუმ მომავალი მოლაპარაკებები სატელეფონო საუბრის დროს დაგეგმეს.

სატელეფონო საუბრის დროს ისრაელის პრემიერმა თეთრი სახლის ლიდერს ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებიდან 250-ე წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უზრუნველყოფს მსოფლიოში თავისუფლებას და ისრაელი ძალიან აფასებს ერებს შორის მჭიდრო კავშირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×