რეზონანსი
04.07.2026

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს - დღეს, საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაძლებელია, გამოყოფილ საქმეში „ახალი პოტენციური ბრალდებულები გამოიკვეთონ“. სახელმწიფო მბრალდებლის თქმით, თუ გამოძების პროცესში პოტენციური ბრალდებულები გამოიკვეთებიან, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

„რაც შეეხება მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენის საფრთხეს, ამაზე ისევ გრძელდება გამოძიება - შესაძლებელია გამოყოფილ საქმეში კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები, რომელთა მიმართაც შესაძლოა, მომავალში იყოს გადაწყვეტილება მიღებული და დავიწყოთ დევნა და რომ არ მოხდეს იმ პოტენციურ ბრალდებულებთან რაიმე სახის შეთანხმება, რაიმე ინფორმაციის შეცვლა, წაშლა დამახინჯება, ან მოწმეებზე უკანონო ზემოქმედება, სწორედ ამ საფრთხეზეც მივუთითებდით ჩვენ შუამდგომლობაში.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, რა თქმა უნდა, თავიდან არავინ დაესხმის თავს უკვე მოკლულ ადამიანს და არც სხვა ძალადობრივ ქმედებებს არ ვგულისხმობთ, ჩვენ ამ საფრხთეს მოვიაზრებთ, როგორც სამართალწარმოების წინააღმდეგ ჩასადენი დანაშაულის საფრთეზე. ანუ შესაძლოა მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედება მოხდეს და ეს ნიშნავს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს“, - განაცხადა სონიძემ.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასწრულწლოვანს, გიორგი მალანიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადაა, რომელსაც ბრალდებუსლი მამა, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მერაბ მალანიაც ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმეს - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გამოძიება არა დანაშაულის შეუტყობინებლობას, არამედ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.

პროკურატურა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით (რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო) გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×