რეზონანსი
04.07.2026

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე განმარტავს, რატომ დააკავეს გიორგი მალანია გამოძიების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ და არა მანამდე. სახელმწიფო ბრალმდებელი ირწმუნება, რომ გამოძიება მყარი მტკიცებულებების მოპოვებას ელოდებოდა. 

რაც შეეხება იმას, თუ რა დევს საქმეში შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილის წინააღმდეგ, ქეთი სონიძე ამბობს, რომ პროკურატურამ ამოიღო ვიდეოზარები, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობაში მსჯავრდებულ, ალექსადნრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის არსებულ საუბარს აღწერს, რომლის მეხედვითაც მალანია გაბაშვილს ავალიანის მისამართს აწვდის. 

"მალანიას დანაშაული კონკრეტულად არის დახმარება ჯგუფური დანაშაულის ჩადენაში - დახმარება გამოიხატა გიგა ავალიანის სასწავლებელი ცენტრის მისამართის მიცემაში, რომელი მისამართსი გამოყენებითაც მსჯავრდებულები აედევნენ გიგა ავალიანს და შემდგომ მოხდა ჯგუფური თავდასხმა. 

მიმიდნარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ გამოძიება არ იყო დასრულებული. ბოლო პერიოდშიც ასევე ჩატარდა გარკვეული სახის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებმაც ის მტკიცებულებები, რომელიც უკვე მოპოვებული გვქონდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა და გაამყარა. შესაბამისად გამოძიება არ ელოდებოდა არაფერს - ადამიანის თავისუფლება და ზოგადად ადამიანის ბედი ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არ არის, შესაბამისად მყარი მტკიცებულებები გვჭირდებოდა, რომ ამ დასკვნამდე მივსულიყავით?- ამბობს ქეთი სონიძე. 

სასამართლო შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილის, გიორგი მალანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესს ესწრება როგორც არასრულწლოვანი ბრალდებული, ასევე მისი მამა მერაბ მალანია. 

ვინაიდან ბრალდებული არასრულწლოვანია, პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმეს - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გამოძიება არა დანაშაულის შეუტყობინებლობას, არამედ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება. 

მალანიას ბრალის ოფიციალური დადგენილება ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.  ბრალის წარდგენას ადვოკატთან ერთად მალანიას მამა, მერაბ მალანიაც  ესწრებოდა", - განუცხადა "ტვ პირველს" პროკურორმა.

პროკურატურა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით (რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო) გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×