
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფომ დერ ლაიენი ბაქოში ვიზიტის შემდეგ, ერევანს ეწვია და პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშიანიანთან მოლაპარაკებები აწარმოა. ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირი ცდილობს ერევანს მისცეს ალტერნატივა, რათა მოსკოვმა ვერ შეძლოს ქვეყნის შანტაჟი ემბარგოებითა და ეკონომიკური ბლოკადით, როდესაც სომხეთი კრემლისგან დისტანცირებას ცდილობს. აზერბაიჯანთან დაკავშირებით კი, სტრატეგიული ინტერესები გააჩნია.
შეხვედრის შემდეგ, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სომხეთი დემოკრატიის, რეფორმების და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე წინსვლას აგრძელებს.
„სომხეთი დემოკრატიის, რეფორმების, მშვიდობისა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე წინსვლას აგრძელებს. 7 ივნისს სომეხმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი არჩევანი და აირჩია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, რეფორმები და მშვიდობა, ასევე, უპირატესობა მიანიჭა ევროკავშირთან ღია და ინკლუზიურ პარტნიორობას. ახლა ეს მისწრაფებები რეალურ შედეგებად უნდა ვაქციოთ", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სომხეთმა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიღწევის პროცესში პროგრესს მიაღწია.
„სომხეთი ერთადერთი პარტნიორია, რომელიც ამჟამად აქტიურ დიალოგს აწარმოებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ეს ჩვენი პარტნიორობის დონეს აჩვენებს. ვიცით, რომ ამ პროცესის ერთგულები ხართ და შთამბეჭდავია პროგრესის ხილვა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სომხეთისთვის", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთი რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ ზეწოლას განიცდის.
„შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. მალე სომხეთი ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის 18 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, ჩვენ ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ წინადადებას წარვადგენთ. ეს ევროკავშირში სომხეთიდან ექსპორტის 80%-ს ლიბერალიზაციას მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ევროკავშირთან სომხეთის ვაჭრობის 80% ტარიფებისგან თავისუფალი იქნება. აღნიშნული ზომების შედეგად სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის 99%-ისთვის ევროპის კარი გაიღება", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
იქამდე, ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოში იყო, სადაც პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. პრესკონფერენციაზე განაცხადა: ერთად ნამდვილად შეგვიძლია ფურცელზე მშვიდობის რეალურ მშვიდობად გადაქცევა. ამიტომ ვმუშაობთ დღეს აქ ერთად. ამას ჩემს დღევანდელ პირველ პუნქტამდე მივყავარ - დაკავშირებადობით გვსურს მშვიდობის დამყარება.
გლობალური კარიბჭის საინვესტიციო პროგრამა გვაქვს და ამ პროგრამით გრანტების ფორმით 200 მილიონ ევრომდე ინვესტიციას განვახორციელებთ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში სამხრეთ კავკასიაში. ამას 2 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციების მობილიზების პოტენციალი აქვს.
პროექტი შეიძლება მოიცავდეს სარკინიგზო კავშირს ნახიჩევანში, ბაქოს პორტის განვითარებას. სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, რომელიც ევროპას კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ფონ დერ ლაიენის მიერ გაჟღერებული ეკონომიკური ზომები (ტარიფების მოხსნა ექსპორტის 80%-ზე) პირდაპირი პასუხია რუსულ საფრთხეებზე. ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირი ცდილობს ერევანს მისცეს ალტერნატივა, რათა მოსკოვმა ვერ შეძლოს ქვეყნის შანტაჟი ემბარგოებითა და ეკონომიკური ბლოკადით, როდესაც სომხეთი კრემლისგან დისტანცირებას ცდილობს.
ასევე, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უვიზო მიმოსვლაზე დიალოგის დაწყება არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი სომხეთის მოსახლეობისთვის. ეს აჩვენებს, რომ ევროპული არჩევანი „ფურცელზე" კი არ რჩება, არამედ მოქალაქეებისთვის ხელშესახებ სარგებელში გადადის, რაც ზრდის დასავლურ კურსზე საზოგადოებრივ კონსენსუსს.
გარდა ამისა, ბაქოში გაკეთებული განცხადებები ანალიტიკოსებს უდასტურებს, რომ ევროკავშირისთვის აზერბაიჯანი არის არა დემოკრატიული პარტნიორი, არამედ შეუცვლელი გეოგრაფიული და ენერგეტიკული ჰაბი.
ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის მიერ ბაქოს პორტისა და ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა ემსახურება გლობალური მიწოდების ჯაჭვების დაცვას და ცენტრალურ აზიასთან პირდაპირი კავშირის დამყარებას.
ამასთან, ექსპერტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ნახიჩევანთან სარკინიგზო კავშირის ხსენებამ. ისინი თვლიან, რომ ბრიუსელი ცდილობს ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის" თემა, რომელიც ადრე კონფლიქტის წყარო იყო, გადაიყვანოს მშვიდობიან, საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტში.
ევროკავშირს სურს, რომ ეს გზა გაიხსნას სომხეთის სუვერენიტეტის პატივისცემით და არა რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ (როგორც ამას 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებდა).