რეზონანსი
02.07.2026

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმების რეკომენდაციით, დანიშნული არის ლაბორატორიული კვლევები, რომლის შედეგები დღის განმავლობაში იქნება. ამის შესახებ ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამასთან, მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „ვივამედი“ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომ კვლევების შესრულებაში გაუწიონ დახმარება, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კი განცხადებებს მისი მკურნალი ექიმები გააკეთებენ.

„გუშინ მოიყვანეს ქალბატონი ელენე ხოშტარია. მე შევხვდი მის მკურნალ ექიმებს, მოვინახულეთ პაციენტი. მისი მკურნალი ექიმების რეკომენდაციით, დანიშნული არის საბაზისო კვლევები, ლაბორატორიულ კვლევებზეა ძირითადად საუბარი, რაც სრულდება. დღის განმავლობაში კვლევის შედეგები იქნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მკურნალ ექიმებს მიმართეთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ინფრასტრუქტურას წარმოვადგენთ, რომ კვლევების შესრულებაში დავეხმაროთ. სხვა დანარჩენ კითხვებთან დაკავშირებით, მკურნალ ექიმებს მიმართეთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია გუშინ კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×