რეზონანსი
02.07.2026

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

კალასი წერს, რომ უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმები, მხოლოდ დაგმობით არ შეწყდება. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის თქმით, იერიშების საპასუხოდ იგი დღეს ახალ სანქციებს წარადგენს იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს უჭერენ მხარს.

კალასი განმარტავს, რომ რაც მეტ თავდასხმას მოაწყობს მოსკოვი მშვიდობიან მოქალაქეებზე, მით მეტი სანქცია დაუწესდება.

„კიევზე თავდასხმებს მხოლოდ სიტყვიერი დაგმობა ვერ შეაჩერებს. ამისთვის საჭიროა უკრაინის მიმართ მდგრადი სამხედრო მხარდაჭერა და მოსკოვზე გაზრდილი ზეწოლა. ამ კვირაში ევროკავშირმა დაიწყო 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან 6 მილიარდი ევროს გამოყოფა, რომელიც კიევის თავდაცვით შესაძლებლობებს აძლიერებს. დღეს მე ვაპირებ წინადადების წარდგენას სანქციების გაფართოების შესახებ იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს უჭერენ მხარს. რაც უფრო მეტად ესხმის თავს მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობას, მით უფრო მეტი სანქცია უნდა დაწესდეს. ჩვენ გავზრდით ფასს მანამ, სანამ რუსეთი არ მიხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს“, - დაწერა კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×