რეზონანსი
01.07.2026

ფატიმა ქერიმოვას წამებისა და მკვლელობის შემდეგ ბიძაშვილმა მას ფოტოები გადუღო და მოკლულის დას გაუგზავნა. თბილისში მოკლული 21 წლის აზერბაიჯანის მოქალაქის და ჰყვება, რომ ფატიმა ქერიმოვა ბიძაშვილმა მხოლოდ იმის გამო გაიმეტა, რომ მისი პირადი ცხოვრება არ მოსწონდა.  

ახლა მსხვერპლის ოჯახი სავარაუდოდ თურქეთში გაქცეული კაცის საქართველოსთვის გადმოცემას და  დასჯას ითხოვს. 

ირკვევა, რომ 21 წლის ქალი თბილისში ივნისის დასაწყისში შეყვარებულთან ერთად ჩამოვიდა, მოკლულის ახლობლების თქმით, ის მეგობარმა მამაკაცმა მალევე ქუჩაში დატოვა, რის შემდეგაც  ფატიმა ქერიმოვასს დის თქმით, საქართველოში მათი ბიძაშვილი ჩამოვიდა, ბინა იქირავა, ქალი მასთან საცხოვრებლად გადაიყვანა, ბოლოს კი წამებით მოკლა. 

"ისინი [ფატიმა ქერიმოვა და მისი შეყვარებული] ივნისის დასაწყისში ჩამოვიდნენ საქართველოში. მანამდე ჩემს დას და ამ ბიჭს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ მისი დამოკიდებულება შეიცვალა. ჩემი დის თქმით, მან [შეყვარებულმა] მასზე ძალადობა დაიწყო. მოგვიანებით ბიჭმა ჩემი და მიატოვა და აზერბაიჯანში დაბრუნდა. 

ამის შემდეგ ჩემი ბიძაშვილი "დაეხმარა" - წაიყვანა, ბინა იქირავა და მასთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც ვიცი, ბიძაშვილმაც დაიწყო მასზე ძალადობა. სვამდა და შემდეგ ძალადობდა, ერთხელ კი დანითაც ემუქრებოდა.

როდესაც ფატიმა კონტაქტზე აღარ გამოვიდა, პოლიციას შევატყობინეთ. ადგილზე მისულებს ჩემი და უკვე გარდაცვლილი დახვდათ- სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და შესიებები"- უთხრა "ტვ პირველს" მოკლულის დამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×