რეზონანსი
01.07.2026

წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 105 წლის იუბილე აღინიშნება. ბოლო ასი წლის განმავლობაში, როგორ გარდაიქმნა ჩინეთი ომითა და სიღარიბით განადგურებული ერიდან დღევანდელ აყვავებულ და მშვიდობიან ქვეყნად? პასუხი ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავდაპირველმისწრაფებაშია, ეძიოს ბედნიერება ხალხისთვის და მის გლობალურ ხედვაში, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს დიადი ერთიანობის მიღწევას.

ჩინეთის კომუნისტური პარტია ეროვნული კრიზისის კრიტიკულ მომენტში დაიბადა. დაარსების დღიდან, ის ყოველთვის მიიჩნევდა ჩინელი ხალხის ბედნიერებისა და ჩინელი ერის აღორძინების ძიებას თავის თავდაპირველ მისწრაფებად და მისიად.

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გააერთიანა ჩინელი ხალხი და ხელმძღვანელობდა მათ სისხლიან ბრძოლაში, განდევნა უცხოელი დამპყრობლები, დააარსა ახალი ჩინეთი და მიაღწია ეროვნულ დამოუკიდებლობასა და სახალხო განთავისუფლებას;

განახორციელა ჩინელი ერის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი და სიღრმისეული სოციალური ტრანსფორმაცია, დააარსა და გაამყარა ძირითადი სოციალისტური სისტემა, ააშენა დამოუკიდებელი და შედარებით სრულყოფილი სამრეწველო სისტემა და ეროვნული ეკონომიკური სისტემა, საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ პოლიტიკურ წინაპირობას, წყობას და მატერიალურობას ხალხის ბედნიერებისა და ეროვნული აღორძინებისთვის;

გაატარა რეფორმები და გახსნილობის პოლიტიკა, დაამარცხა სიღარიბე, შექმნაყველა მხრივ შედარებით უზრუნველყოფილი საზოგადოება და წარმატებით გააფართოვა ჩინური სტილის მოდერნიზაცია, რითაც შექმნა სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობის უპრეცედენტო სასწაული.ამ პროცესში ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მარქსიზმის ძირითადი პრინციპები ჩინეთის სპეციფიკურ რეალობასთან და ჩინეთის გამორჩეულ ტრადიციულ კულტურასთან გააერთიანა და ჩინური მახასიათებლების მქონე მოდერნიზაციის გზას დაადგა. ჩინელმა ერმა დიდი ნახტომი განახორციელა ფეხზე წამოდგომიდან და აყვავებიდან გაძლიერებამდე.

ხალხი უპირველეს ყოვლისა

დაარსების დღიდან ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ხალხისადმი მთელი გულით მსახურების ფუნდამენტური პრინციპი დაამკვიდრა. იგი ხალხის უკეთესი ცხოვრებისკენ მისწრაფებას საკუთარ მიზნად მიიჩნევს და იცავს პრინციპს, რომ განვითარება ხალხისთვისაა, ხალხზეა დამოკიდებული და მის შედეგს ხალხი იზიარებს.

ასწლიანი შრომის შემდეგ, ჩინეთმა მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკამ, შექმნა მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი სამრეწველო სისტემა და მიაღწია მრავალ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციას.ჩინეთმა გადაჭრა აბსოლუტური სიღარიბის პრობლემა და 1978 წლიდან მოყოლებული, 800 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბიდან გამოიყვანა;

შექმნა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური განათლების სისტემა, სოციალური დაცვის სისტემა და ჯანდაცვის სისტემა, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა 1949 წელს არსებული 35 წლიდან 2025 წელს 79.2 წლამდე გაიზარდა. ხალხის ცხოვრებამ ისტორიული ნახტომი განიცადა სიღარიბიდან ზომიერად აყვავებულ საზოგადოებამდე, შემდეგ კი საერთო კეთილდღეობამდე, მნიშვნელოვნად გაძლიერებული მოგების, ბედნიერებისა და უსაფრთხოების განცდით. ეს მკვეთრად განსხვავდება საბჭოთა კომუნისტური პარტიისგან, რომელმაც, ხანგრძლივი მმართველობის მიუხედავად, საბოლოოდ დაივიწყა საკუთარი თავდაპირველი მისია, ჩამოშორდა ხალხს და ღრმად ჩაეფლო კორუფციაში.

ცისქვეშეთი საერთოა

ჩინეთის კომუნისტური პარტია არა მხოლოდ ჩინელი ხალხის ბედნიერებისკენ ისწრაფვის, არამედ ყოველთვის ფიქრობს მსოფლიოზე და ზრუნავს კაცობრიობის მომავალსა და ბედზე. ჩინელი ერი ყოველთვის აფასებდა კონცეფციებს „მსოფლიო ერთი ოჯახია" და „ყველა ერისჰარმონიაში ყოფნა", ჩინეთის კომუნისტური პარტია კი ყოველთვის ხელს უწყობდა ჩინეთის განვითარებას კაცობრიობის განვითარების ფარგლებში.

როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთი ყოველთვის მაღლა ასწევს მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობისა და თანასარგებლიანობის დროშას, ურყევად მიჰყვება მშვიდობიანი განვითარების გზას და მტკიცედ გააგრძელებს ურთიერთსასარგებლო და ორმხრივად მომგებიან ღია სტრატეგიას.მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის დაცვით დაწყებული კაცობრიობისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობით დამთავრებული, გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობით დაწყებული გლობალური კლიმატის მართვაში ღრმა ჩართულობით დამთავრებული და მაღალი ხარისხის „სარტყლისა და გზის" თანამშრომლობით დაწყებული და ოთხი ძირითადი გლობალური ინიციატივის განხორციელების ხელშეწყობით დამთავრებული, ჩინეთი ყოველთვის სხვა ქვეყნებთან ერთად ისწრაფვოდა განვითარებისკენ და საერთო კეთილდღეობისკენ, მსოფლიოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნიდა საკუთარი განვითარებით დაჩინური სტილის მოდერნიზაციის გზითახალ არჩევანს გვთავაზობდა კაცობრიობის მოდერნიზაციისთვის.

ამჟამად, მსოფლიო, საერთაშორისო სტრუქტურადა გლობალური მმართველობის სისტემა ღრმა ცვლილებებს განიცდის, მსოფლიოში ტრანსფორმაციის ახალი პერიოდი იწყება. მრავალი გლობალური გამოწვევის წინაშე მყოფ კაცობრიობას უფრო მეტად სჭირდება ძალების გაერთიანებადა თანამშრომლობა, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ყოველთვის სჯეროდა, რომ „უკეთესი მსოფლიო აუცილებელია უკეთესი ჩინეთისთვის;

უკეთესი ჩინეთი კი მსოფლიოს კიდევ უფრო უკეთესს გახდის", იგი აცნობიერებს, რომ ჩინეთის განვითარება განუყოფელია მსოფლიოსგან და მსოფლიოს განვითარებისთვისაცსაჭიროა ჩინეთი. ჩინური სტილის მოდერნიზაცია მშვიდობიანი განვითარების სამართლიან გზას მიჰყვება, სარგებელი მოაქვს ჩინელი ხალხისთვის, ახალ იმპულსს სძენს მსოფლიოს მოდერნიზაციას და კაცობრიობის ცივილიზაციის პროგრესისთვის ახალ სიბრძნეს გვთავაზობს.

ახალ ისტორიულ საწყის წერტილზე მდგომიჩინეთის კომუნისტური პარტია, როგორც მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ხანგრძლივიმმართველი პოლიტიკური პარტია, იგი ყოველთვის ერთგული დარჩება საკუთარი თავდაპირველი მისწრაფებისა და მისიისა, რომელიც ჩინელი ხალხის ბედნიერებისა და ჩინელი ერის აღორძინების ძიებას გულისხმობს;

ჩინური სტილის მოდერნიზაციის მეშვეობით გააგრძელებს ძლიერი ერის მშენებლობისა და ეროვნული აღორძინების ხელშეწყობას, ისევე როგორც გარესამყაროსთან გახსნილობის დონის ამაღლებას. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ ურთიერთობები საქართველოსა და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პარტიებთან და ორგანიზაციებთან, გავცვალოთ გამოცდილება ქვეყნის მართვაში, მუდმივად გავაფართოვოთ იდეებისა და ინტერესების თანხვედრა და ერთად დავადგეთ მოდერნიზაციის გზას, რათა ახალი და უფრო დიდი წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

 

(ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი)

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×