რეზონანსი
30.06.2026

კასპში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა - ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. შემთხვევა კასპში მეოთხე სკოლასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საგანგებო მიმართვას ავრცელებს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ "ვსა"-ს U18 გუნდის ნიჭიერი კალათბურთელის, შაკო კავთიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ვსა-ს სახელით ​თანაგრძნობას ვუცხადებთ შაკოს ოჯახს, მეგობრებს, გუნდელებს, მწვრთნელებსა და მის გულშემატკივრებს ამ უმძიმეს წუთებში. შაკო, მუდამ ჩვენს გულებში იქნები“, - წერია სამძიმრის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×