რეზონანსი
30.06.2026

ირაკლი ჭეიშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლის გეგმას გამოეხმაურა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ირანში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები ჩავლენ და ყაველაშვილის გადაწყვეტილებას „სწორი“ უწოდა.

„სამეზობლო კონტექსტი უნდა იყოს გათვალისწინებული. ვერ მოაკლდები რეგიონს, როცა მთელი რეგიონის ლიდერები დაკრძალვაზე მიდიან, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს ვერ გამოაკლდება. არა მხოლოდ რეგიონის, სხვა ქვეყნების ლიდერებიც ჩავლენ. ამას ყველა ნახავს. ზოგადად იმაზე, რომ ამას მოჰყვება შიდა და გარე მტრების უარყოფით შეფასებები, არავინ დავობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას, შესაბამისად არავის ვუსმენთ - არც გარე და არც შიდა მტრების. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი რომ არ ჩავიდეს ირანში დაკრძალვაზე, მაინც უარყოფითად შეაფასებენ. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, მათთვის რომ მოსაწონი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი დღის წესრიგით“, - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×