რეზონანსი
30.06.2026

პეტერ ფიშერმა საქართველოში თავისი მისია ამოწურა, დიპლომატიურ სამსახურს თავი ვერ გაართვა. მას შეეძლო, გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა ის იმ წითელ ხაზებს მიღმა აღმოჩნდა, სადაც დიპლომატები არ გადადიან, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, პეტერ ფიშერის ქმედებები იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მისი მთავრობისთვისაც, არაერთხელ იყო დაბარებული და არაერთი შენიშვნა მისცეს.

„მისია არც გაუგრძელეს და ისე დაამთავრებინეს კარიერა, ვწუხვართ. რა უნდა ვთქვათ? არაფერი. Liebe Peter, aufwiedersehen. მეტი რა უნდა ვთქვათ? კარგად იყოს. რაც შეეხება ახალ ელჩს, ჩვენ ვისურვებდით, ვინც საქართველოში ჩამოვა, ამ ქვეყნის ისტორია და კულტურა გაითვალისწინოს. მეტს არაფერს ვთხოვდით. პეტერ ფიშერს რომ გაეთვალისწინებინა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები, კარგი იქნებოდა. ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ემოძრავა და აგენტურულ ქსელს დახმარებოდა. ბუნებრივია, ამას არ გავუტარებდით და ამიტომაც ვამხილეთ წითელი ხაზის გადაკვეთაში, ოპოზიციის მხარდაჭერაში, დაფინანსებაში. სასამართლოში იჯდა, ხალხო. აბა, ოპოზიციური სასამართლო პროცესზე იჯდეს, გერმანიაში, რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩი. რა კომენტარი ექნებოდა მათ ხელისუფლებას და საერთაშორიო თანამეგობრობას? აქ დაბალი ღობე ნახა. ასე დაამთავრებს, ყველა. პენსიაზე გავა, ვინც არასწორად მოიქცევა და წითელ ხაზებს გადაკვეთს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×