
მონაკოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, მძიმედ დაშავდნენ ბიზნესმენი უკრაინიდან ვადიმ ერმოლაევი, მისი მეუღლე და შვილი. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მონაკოს მთავრობის განცხადებით, სამივე ადამიანმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო. აფეთქება დე მიულენის მოედანთან ახლოს მოხდა. დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებსაც მაშველებმა და ექიმებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს.
„სავარაუდოდ, საუბარია ტერაქტზე“, - ციტირებს მედია მონაკოს მთავრობის თავმჯდომარეს კრისტოფ მირმანს.
ერმოლაევი მონაკოში უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გადასახლდა. 2023 წლის დეკემბერში უკრაინის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. უკრაინული მედიის ცნობით, ერმოლაევის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მიზეზი გახდა ის, რომ მან ოკუპირებული ყირიმში ალკოჰოლის ბიზნესის წარმოებაზე უარი არ განაცხადა.