რეზონანსი
30.06.2026

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, ჯერჯერობით, არ აქვს ინფორმაცია, როდის გადაიყვანენ პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე, პენიტენციური დაწესებულებიდან მას არავინ დაკავშირებია.

„არავინ დამკავშირებია. ჩვენ ყოველთვის, 24 საათის განმავლობაში მზად ვართ პენიტენციური პაციენტების და ზოგადად, ყველა პაციენტის მისაღებად. ეს მათი გადასაწყვეტია. ამ ეტაპზე, პენიტენციურად არავინ დამკავშირებია“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

29 ივნისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება გიორგი პატარიძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×