რეზონანსი
30.06.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის არპინე სარგსიანის მიწვევით, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან, ასევე დელეგაციასთან ერთად ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის საპოლიციო დანაყოფებს და ადგილზე გაეცნობა მათ საქმიანობას.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან ანდრანიკ სიმონიანთან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×